როგორ მუშაობს
ჩვეულებრივ რეჟიმში სარქველი ღიაა და ჰაერს თავისუფლად ატარებს. როცა სახანძრო სიგნალიზაციიდან სიგნალი მოდის ან ტემპერატურა იმატებს, ამძრავი სარქველს ხურავს.
ელექტრო ამძრავიანი სარქველი შენობის სახანძრო სისტემას უკავშირდება, რაც მისი დისტანციური მართვისა და მდგომარეობის კონტროლის საშუალებას იძლევა.
რას ვამზადებთ
- ოთხკუთხა სახანძრო სარქველებს
- მრგვალ სახანძრო სარქველებს
- სარქველებს ელექტრო ამძრავით
- ნებისმიერ ზომას — ჰაერსატარის კვეთის მიხედვით
შერჩევა პროექტის მიხედვით
სარქველის ცეცხლმედეგობის კლასი და ამძრავის ტიპი სახანძრო უსაფრთხოების პროექტით განისაზღვრება. გამოგვიგზავნეთ სპეციფიკაცია და შევარჩევთ შესაბამის გადაწყვეტას. სარქველი როგორ მუშაობს და სად ყენდება, წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.




ხშირად დასმული კითხვები
სად უნდა დამონტაჟდეს სახანძრო სარქველი?
იქ, სადაც ჰაერსატარი ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდარს — კედელს ან გადახურვას — კვეთს. ზუსტ ადგილებსა და კლასს სახანძრო უსაფრთხოების პროექტი განსაზღვრავს.




